ჯანდაცვის სამინისტრომ, ანაკლიაში სამედიცინო დახმარების პუნქტები გახსნა. ისინი ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის (22-25 აგვისტო – Echowaves Festival) დასრულებამდე დარჩებიან.
უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ადგილზე დაათვალიერა, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი.
მედპერსონალი ფესტივალის სტუმრებს, საჭიროების შემთხვევაში, პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, ჰოსპიტალიზაციას კი, იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს.