LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირება მიმდინარეობს

120
anakliis-porti

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმიანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ტოპოგეოდეზიური სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ინტენსიურად ხორციელდება გეოლოგიური სამუშაოები. ადგილზე ერთდროულად 4 საპროექტო ჯგუფი მუშაობს. პროექტირების ფარგლებში, ასევე მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანიასმექიახორციელებს. „სმექმა“ პროექტირება ოქტომბერში უნდა დაასრულოს. პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შედგენს.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის დაწყება 2019 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g