LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა – მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

359
mamuka

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებას ეხმაურება და პროექტის შეჩერების შესახებ სოციალურ ქსელში წელს. “ანაკლიის პორტი შეჩერების პირასაა!!! “- ბიზნესმენის პოსტი მთავრობის მოულოდნელ გადაწყვეტილებას მოჰყვა.  როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაშია ნათქვამი, მათ მხოლოდ მედიიდან გაიგეს, რომ ხელისუფლებამ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა.

კონსორციუმში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია მათთვისაც და ინვესტორებისთვისაც შოკისმომგვრელია, რადგან განცხადების მიხედვით, ბრძანება 2 მაისს გაიცა, 21 მაისს კი მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებები მათთან ერთად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) გამართა . „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე მწვავე შეფასებები გააკეთეს. ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს მყისიერი და რადიკალური რეაგირება არ მოჰყვება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g