LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანატოლი ბიბილოვი: ველოდებით სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ბელარუსისა და სხვა ქვეყნებისგან

78
ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი იმედოვნებს, რომ ბელარუსი სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებს. რუსული გამოცემა Tass-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბიბილოვმა მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენ დამოუკიდებლობის აღიარებას არა მხოლოდ ბელარუსისგან, არამედ სხვა სახელმწიფოებისგან ველოდებით. ვფიქრობ, ის ისტორია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და აერთიანებდა საბჭოთა კავშირს, ის ძმური ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის, ჩვენი რესპუბლიკის აღიარების საფუძველია,“ – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ამასთან, ბიბილოვმა იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნად, სხვა ქვეყნებიც აღიარებენ.

ცნობისთვის, ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, სირიას, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

 

magti 5g