LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა

190
BeFunky-collage (16)

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა.

ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა „დეპუტატების“ საგანგებო შეკრებაზე განაცხადა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მთავრობა დაითხოვოს, რათა განიმუხტოს მწვავე ვითარება, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა“,-განაცხადა თადტაევმა.

ცნობისთვის, 28 წლის ინალ ჯაბიევი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილის დაცხრილვის საქმეზე იყო დაკავებული, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

სავარაუდოდ, ინალ ჯაბიევი სასტიკად აწამეს.

დე ფაქტო პროკურატურამ საქმეზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

აღნიშნულს ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ცხინვალის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, სადაც ე.წ. გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენება მოითხოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები