LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეა ბოჩელის სიმღერა ცარიელ ტაძარში ლოცვას ჰგავდა, რომელმაც ყველა ერის, რელიგიისა და რასის ადამიანი გააერთიანა 

292
andreabochelli news9

ანდრეა ბოჩელის სიმღერა მილანის საკათერდრო ტაძარში  მსოფლიო მოვლენად იქცა. ვიდეოს პირდაპირ ეთერში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ცარიელ დარბაზში ამ ემოციურმა შეასრულებამ დაანგრია ყველა სტერეოტიპი, გააერთიანა ყველა ერის, რელიიგისა და რასის ადამიანი. ასეთ შეფასება აკეთებს გამოცემა „ვერიეთი“ ლეგენდარული საოპერო მომღერლის შესრულებაზე.

„ვერიეთი“ წერს, რომ თავდაპირველად ეს პერფორმანსი იტალიის მოსახლეობის გასამხნევებლად ჩაიფიქრეს, თუმცა მალევე ის მსოფლიო ბლოგბასტერად იქცა. 24 საათში ვიდეო 32-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. მილანის მერის თქმით, ანდრეა ბოჩელიმ მსოფლიო ლოცვა შეასრულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები