LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,მუსიკა იმედისთვის” – ანდრეა ბოჩელიმ ცარიელ დუომოში იმღერა

251
andreabochelllnews

12 აპრილს, კათოლიკური აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე იტალიელი ხალხი მილანის საკათედრო ტაძრიდან ლეგენდარულმა იტალიელმა მომღერალმა ანდრეა ბოჩელიმ გაამხნევა. 61 წლის მომღერალმა დუომოში ლაივ-კონცერტი გამართა, რომლის ტრანსლაციაც მის იუთუბ-არხზე გადაიცემოდა.

მილანის საკათედრო ტაძარი კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულია, თუმცა ბოჩელის ტაძარში შესვლის ექსკლუზიური ნებართვა კათედრალის არქიეპისკოპოსმა, მონსინიორ ჯანანტონიო ბორჯონოვომ და მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ მისცეს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ლაივ-კონცერტისას ბოჩელისთან ერთად დუომოში იმყოფებოდა, კათედრალის ორღანისტი, ემანუელე ვიანელი გახლდათ.

ანდრეა ბოჩელის ლაივ-კონცერტს ,,იუთუბზე” თვალს 3.4 მლნ. ადამიანი ადევნებდა, რომლებმაც სოციალურ ქსელებში კომპლიმენტები არ დაიშურეს მომღერლის შესანიშნავი პერფორმანსის მიმართ და მას ,,ამაღელვებელი და ჯადოსნური” უწოდეს.

,,ცრემლების შეკავება არ შემეძლო“, ,,ბოჩელის ხილვა ცარიელ დუომოში მტკივნებულია, მისი მოსმენა კი ჯადოსნური” – წერდნენ იუზერები.

მილანის კათედრალური ტაძარი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეხუთეა მსგავს ნაგებობებს შორის, ამ დროისათვის კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულია, თუმცა მილანის მერმა და ორგანიზაციამ, რომლის საკუთრებაშიც შენობა იმყოფება, გადაწყვიტეს აღდგომას დუომოში იტალიელი ,,ღვთაებრივი ხმა” მოეწვიათ.

იტალია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან განსაკუთებით დაზარალდა. თუმცა ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიის პიკმა უკვე გადაიარა. გუშინ იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისაგან 431 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 19 მარტის შემდეგ.

ლაივ-კონცერტის, სახელად “მუსიკა იმედისთვის” ჩანაწერი ამ დროისათვის “იუთუბზეა” ხელმისაწვდომი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები