LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეი დანილკო, ანუ ვერკა სერდუჩკა: „უბრალოდ, იარაღით თავის მოკვლა ან ტყვიით გარდაცვალება პუტინისთვის ძალიან მსუბუქი სიკვდილი იქნებოდა…“

1352
verka

უკრაინელი არტისტი, მსახიობი და მომღერალი, ანდრეი დანილკო, რომელსაც ჩვენ მომღერალ ვერკა სერდიუჩკას სახელით ვიცნობთ, ამბობს, რომ მას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განსასჯელის სკამზე ხილვა სურს.

ახლახან „ფაქტებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან წარმოადგინა წინადადება, თუ როგორ უნდა დაისაჯოს უკრაინაში ომისთვის პუტინი:

„უბრალოდ, იარაღით თავის მოკვლა ან ტყვიით გარდაცვალება – პუტინისთვის ეს ძალიან მსუბუქი სიკვდილი იქნებოდა. მინდა მისი ხილვა განსასჯელის სკამზე იმ გარემოცვასთან ერთად, ვინც მას აგულიანებს, ვინაიდან იქ, ზევით, ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მათ ესმით ეს. რასაკვირველია, ბევრს ექნებოდა ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიების სურვილი, ბ და გ ვარიანტების მოფიქრება, მაგრამ მხოლოდ ჟ გამოდის, ანუ ტრ..კი (ж*па)“, აღნიშნავს დანილკო.

„კიევში ბოლომდე დავრჩები… პუტინს სურს, რომ გავიქცეთ, მივატოვოთ სახლები, თუმცა მე მას ამით არ გავახარებ“ – ანდრეი დანილკო (ვერკა სერდუჩკა)

 

 

magti 5g