LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეი სტავნიცერმა უკრაინელ სამხედროებს საკუთარი სახლი დააბომბინა, რომელიც რუს ოკუპანტებს ჰქონდათ დაკავებული

9437
ანდრე სტავნიცერი

უკრაინელი ბიზნესმენი ანდრეი სტავნიცერი სამხედროებს დაეხმარა და საკუთარი სახლი, რომელიც ოკუპანტებმა დაიკავეს, უკრაინელ სამხედროებს დააბომბინა. სტავნიცერის სახლში რუსმა ოკუპანტებმა 12 ერთეული სამხედრო ტექნიკა განათავსეს. მათ შორის იყო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, სარაკეტო სისტემა და გრადები.

წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ სახლს ვებკამერის მეშვეობით უყურებთ და ხედავთ, რომ თქვენს ეზოში რუს სამხედროებს 12 ერთეული სამხედრო ტექნიკა აქვთ განთავსებული, მათ შორის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, სარაკეტო სისტემა და გრადები. თქვენი სახლი ისეა აგებული, რომ ფუნქციონირებს, როგორც იდეალური თავშესაფარი, საიდანაც მოსახერხებელია „ბინძური თამაში“ კიევის მიდამოებში. სწორედ ამიტომ მოვიდნენ ისინი.

კითხვა: რამდენი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე შეატყობინებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თქვენი სახლის ზუსტ კოორდინატებს მიზანში ამოსაღებად?

სახლს, ქვეყანას ავაშენებთ, მთავარია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ჩემი ეზოდან სროლა მოახერხეს. კედლების აღდგენა ადვილია, სამართლიანობის – უფრო ძნელი.

მოქალაქეებო, შეწყვიტეთ ჩემი ქება, რადგან შიშველი ხელებით არ დავპირისპირებივარ ოკუპანტებს. ბევრი მსგავსი შემთხვევა ვიცი, როდესაც ადამიანებმა საკუთარი სახლები და საწარმოები დააბომბინეს სამხედროებს და ვთვლი, რომ ამ ამბის გმირები უკრაინელი სამხედროები არიან“, – წერს ანდრეი სტავნიცერი.

magti 5g