LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია გველესიანი: „აქ გამორბიან კი არა!!! დარჩნენ იქ, სადაც არიან და ჩამოაგდონ ტირანი მმართველი!!!“

388
andria-gvelesiani

ანდრია გველესიანი ეხმიანება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსები მასობრივად აპირებენ საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლას და წერს:

„აქ გამორბიან კი არა!!! დარჩნენ იქ, სადაც არიან და ჩამოაგდონ ტირანი მმართველი!!!

ოლიგარქები აუმხედრდნენ პუტინსო…

აუმხედრდნენ იმიტომ, რომ გაკოტრება დაიწყეს!! უმეტესობაც იმიტომ მორბის აქ, რომ აქ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ მატერიალური თვალსაზრისით, რადგან მათი ქვეყანა დიდ კრიზისში შედის!! უმრავლესობა თავიანთი კომფორტის გამო დგამს ამ ნაბიჯებს და არა იმიტომ, რომ სისხლიანი რეჟიმი და უკრაინაში დაღუპული მოსახლეობა ადარდებთ!!

აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ ყველა იქიდან შემომსვლელი და შემოსვლაც აუცილებლად უნდა გამკაცრდეს! არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რამხელა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ამ უკონტროლო ხალხის შემოდინების გამო!

Слава Україні!

ეს ყველას ომია მსოფლიო ტირანის წინააღმდეგ!“

სოფო ხაჭაპურიძე: „წავიდნენ ისე, რომ ვერც გაიგეთ. ავტობუსებთან ჯგუფური ფოტოც არ გადაუღიათ და  დაუდიათ…“

ლევან ხურცია: „2008 წელს დასავლეთს ამისი ნახევარი სანქციები მაინც რომ დაეწესებინა რუსეთისთვის და ჩვენი პატარა ქვეყანა მარტო არ დაეტოვებინა, დღეს ამ სისხლისღვრას ავირიდებდით…“

ჯემალ ბაღაშვილი: „ვინმემ ნორმალურად აგვიხსნას, კონკრეტულად რომელ ჯადოსნურ სანქციას ფლობს ჩვენი საცოდავი საქართველო, რომ მოაწერს ხელს ამაზე ჩვენი მთავრობა და პუტინი შეწყვეტს ომს და მეორე დღეს ევროკავშირში ვიქნებით“