LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრიუს კუბილიუსი – 2024 წლის წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის

146
Capture

ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი „ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიდეომიმართვით წარდგა.

როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის, რადგან „ევროპას სჭირდება გამჭვირვალე, ოლიგარქიული და კრემლის გავლენებისაგან თავისუფალი საქართველო”.

„ნამდვილად სასიამოვნოა, ყველას მოგილოცოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი. პირველ რიგში, მსურს, მივულოცო მთლიანად ქართველ ხალხს და ოპოზიციას ბოლო მიღწევა, როდესაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის წინ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი, არა საქართველოს მთავრობისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის. მეორე რიგში, გილოცავთ “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავს. კარგი დამთხვევაა, რომ საქართველოს და მთლიანად ევროპის კონტინენტი ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას ერთდროულად აღნიშნავს”, – განაცხადა კუბილიუსმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს, რომელსაც პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებიან.

დღევანდელ შეკრებაზე პარტიის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გამოცხადდება. გარდა ამისა, ღონისძიებაზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტს მოაწერენ ხელს.

ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. შეკრებაზე “ვარდების რევოლუციის” წლისთავთან დაკავშირებით სიმბოლურად ვარდები აქვთ მოტანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g