LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება

129
Untitled design

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომლითაც მან გუშინ, 14 თებერვალს „ქართულ ოცნებას“ მიმართა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმიანება.

,,თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით” – კუბილიუსი “ქართულ ოცნებას” მიმარ

როგორც ზარქუამ აღნიშნა, კუბილიუსი „ავტორიტეტშელახული, კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების ამ მუქარას სერიოზულად ვერც განიხილავს“.

„მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ის შანტაჟი და მუქარა, რომელიც ბატონმა კუბილიუსმა გამოუცხადა საქართველოს. ე.ი თუ საქართველო კუბილიუსების, ფოტიგების, გრეგოროვების თამაშის წესებით არ იმუშავებს, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს ამათ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით, კანონის უზენაესობით და ჩვენთან, მიუხედავად სტატუსის, დამსახურებისა თუ დაუმსახურებლობისა, თუ დააშავებ, პასუხს აგებ, ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ და ასეთი ევროპისკენ მივისწრაფვით.

ავტორიტეტშელახული, კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების ამ მუქარას სერიოზულად ვერც განვიხილავ. გონივრული ეჭვია, რომ ესენი არიან ფასიანი ლობისტები.

იცით, 6 ევროპარლამენტარი დააკავეს კორუფციის ბრალდებით, ყოველდღიურად მიდის დაკავებები და არ გამოვრიცხავ ეს დაკავებები გაგრძელდეს, რადგან ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ ეს ევროპარლამენტარები, როცა პირიქით უნდა მოგვიწოდებდნენ კანონის უზენაესობისკენ და როცა ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, ძალიან გაგვიჭირდება ქართული საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ევროკავშირი, ეს არის კანონის უზენაესობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია, ისევე როგორც მნიშვნელოვანია საქართველოს მეგობარი ევროპარლამენტარები, ხოლო ის, ვინც საქართველოს ელაპარაკება ულტიმატუმის ენით, კრიმინალს, ერთ დამნაშავეს ევროპულ ინტეგრაციასთან აიგივებს, ის ჩემთვის არ არის საქართველოს მეგობარი, არც ევროპარლამენტარი, ის არის ჩვეულებრივი ერთი ფასიანი ლობისტი “ნაციონალური მოძრაობის“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისათვის, როგორც ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს დღეს არსებულ დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს, რაც გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები