კალათბურთელი გიორგი შერმადინი მეუღლესთან ანი ამაშუკელთან და ოთხ შვილთან ერთად კანარის კუნძულებზე ცხოვრობს და ესპანურ კლუბში წარმატებით თამაშობს.
ანი ამაშუკელი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება იმის შესახებ, როგორი ქართული გარემო აქვს შექმნილი ოჯახში:
„ჩემს სახლში საჭმელიც კი არ კეთდება ქართული სუნელების გარეშე. მთელმა ესპანეთმა და კალათბურთის ლიგამ იცის ჩემი ხაჭაპურის გემო. გიორგის თანაგუნდელები რომ მხედავენ, ხაჭაპურს მეძახიან. მნიშვნელოვანი მოგება როცა აქვთ, მთელ გუნდს ვეპატიჟებით ხოლმე ქართულ კერძებზე – ხაჭაპურსა და ნიგვზიან ბადრიჯანზე…“