LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ლაღიძე: „39 წლის ასაკში გავაჩინე ანა-მარია, მე და მამამისი კი მალე დავშორდით… მარტოხელა დედებო, მსოფლიო თქვენია!..“

1022
anilagidze45

ფესტივალ „თბილისი რიტმის“ დამფუძნებელი, ანი ლაღიძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ. ცნობილი მსახიობის, სოსო ლაღიძის ქალიშვილი წერს, რომ შვილი 39 წლის ასაკში გააჩინა, მარტოხელა დედაა, თუმცა

ზოგადად სოცქსელებში ჩემს პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ ვსაუბრობ. ამ ფოტოებს და ჩემს ნაფიქრს პირველად ვაქვეყნებ. არანაირი სენტიმენტები და წარსულზე ოხვრა, არც იფიქროთ.

1-ელ ფოტოზე : ჩემს შვილთან ანამარია ჯაშთან ერთად. 39 წლისამ გავაჩინე ანამარია, 2 თვეში კი 40 -ის გავხდი.

მე-2 ფოტოზე: მე და ანამარიას მამა, მამუკა ჯაში. ჩვენ ძალიან მალე დავშორდით ერთმანეთს..

მესამე ფოტოზე: ანამარიასთან ერთად ბაქოს ზაფხულის ჯაზფესტივალზე,. ამ ფოტოზე 51 წლის ვარ რისი თქმა მსურს? როდესაც პარტნიორთან მეუღლესთან ურთიერთობაში თანდათანობით თავს იჩენს დავა და უთანხმოება, რომელიც სამწუხაროდ მოქმედებს შვილების ფსიქიკაზე, ხოლო წყვილებს ურთიერთპატივისცემის და ურთიერთსიყვარულის ძალას აკარგვინებს, მაშინ რას გვასწავლის ქართული ანდაზა? “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს” ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი ნორმალურად დალაგდა. ანამარია იზრდება სიყვარულსა და ჰარმონიაში. მისი მამაცხელახლა დაქორწინდა; ანამარიას უყვარს თავისი მშობლები; ჰყავს არაჩვეულებრივი სანათესაო ლაღიძეების და ჯაშების მხრიდან.

აღარაფერს ვამბობ ჩემს უმაგრეს და უსაყვარლეს სამეგობროზე. ჰყავს ლამაზი და ჭკვიანი უფროსი და-მარიკა ჯაში, რომელიც ამჟამად ოჯახით ისრაელში ცხოვრობს მე როგორ ვგრძნობ თავს ? გ ა დ ა ს ა რ ე ვ ა დ!!! გოგოებო!!!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g