LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ აღაფრთოვანა ნიკოლოზ რაჭველი: „საოცარი კონცერტიდან დავბრუნდი შინ…“

142
ნიკოლოზ რაჭველი

„თბილისი რიტმის“ ფარგლებში საქართველოს საოცარი მუსიკოსები იამანდუ კოსტა და ვინსენტ პეირანი ესტუმრნენ. მათ დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ქართველ მუსიკოებზე, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ნიკოლოზ რაჭველი, რომელმაც მათთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

„საოცარი კონცერტიდან დავბრუნდი შინ და არ შემიძლია არ დავუტოვო ჩემი ფეისბუქ-კედლის ისტორიას ამ განსაკუთრებული საღამოს აღსანიშნავი სიტყვები…

იამანდუ კოსტა, გენიოსი გიტარისტი და ვინსენტ პეირანი, ასევე გენიოსი აკორდეონისტი, ჩემი ორი ყველაზე საყვარელი ინსტრუმენტის ფენომენალური შემსრულებლები და მათი ღრმა, საინტერესო, უმაღლესი პროფესიონალიზმის, აზროვნების, თანამედროვე მაჯისცემის და კოსმოსური სულისკვეთების დუეტი…

უღრმესი მადლობა ჩემს მეგობარს და უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების განმახორციელებელს ანი ლაღიძეს, რომ ასეთი ბრწყინვალე მუსიკოსების ჩამოყვანით მრავალი წელია ანებივრებს ჩვენს თბილისს.

დღეს სოსო ლაღიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის “თბილისი რიტმი” 2022 წლის პროგრამა ღირსეულად დაიხურა!!!

ანისგან ველოდებით მომავალ სიგიჟეებს!!!“

იამანდუ კოსტასა და ვინსენტ პეირანის დუეტი, რომელთა მიწვევას მსოფლიოს წამყვანი თეატრები ნატრობენ – „თბილისი-რიტმის“ დამფუძნებელი ანი ლაღიძე ფესტივალის დეტალებით „არტ-FM“-ში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები