LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ნადარეიშვილი ალასანიას : “ახლა აღარ მოგწონს ბუგიანიშვილი, ხო?”

485

ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის შეფასებით, ბესიკ ბუგიანიშვილი, რომელმაც დღეს „კაბელების საქმეზე“ ბრალდებულებს 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, „ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეა“.

“კაბელების” საქმეზე მოსამართლედ წოდებულმა მონა ბესიკ ბუგიანიშვილმა (იგივე ბუგი-ბუგიმ) ყველა დამნაშავედ სცნო. სწორედ ამ ბუგიანიშვილმა მიუსაჯა ბაჩო ახალაიასაც, 13-ჯერ გამართლებულ ბაჩო ახალაიას, 13 სხვადასხვა მოსამართლე არ დაემონა ბიძინა ივანიშვილს.

ეს ის მოსამართლედ წოდებულია, რომელმაც მიუსაჯა დათა ახალაიას საქმეში, რომელშიც საბერძნეთის ყველა ინსტაციის სასამართლომ დათა ახალაია უდანაშაულოდ ცნო.

ერთი სიტყვით, ბესიკ ბუგიანიშვილი არის ივანიშვილის ჯიბის მოსამართლე, რომელიც ზედმიწევნით, უმტკივნეულოდ, უსიტყვოდ, წინააღმდეგობის გარეშე, მარტივად და მონურად ასრულებს ივანიშვილის დავალებებს.

პ.ს. ირაკლი ალასანია, ახალა არ მოგწონს ბუგიანიშვილი ხო?“ – წერს ანი ნადარეიშვილი „ფეისბუქზე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g