პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ, მორიგ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
შელაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ანი წითლიძესა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერს, მამუკა მდინარაძეს შორის მოხდა.
მდინარაძემ პოლიტიკურ ოპონენტებს განუცხადა, რომ „ციხეზე მაინც ნუ ისაუბრებენ“. აღნიშნული რეპლიკის საპასუხოდ წითლიძემ მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მიშას სადღეგრძელოს ყანწებით სვამდი“. თავის მხრივ, წითლიძის რეპლიკას მდინარაძემ შემდეგნაირად უპასუხა: „ეტყობა რაღაც აგერია, რაღაცას მაბრალებ, რა გამიხურე საქმე“. ამის შემდეგ ანი წითლიძემ, მამუკა მდინარაძეს წარსულში საადვოკატო საქმიანობის დროს პროკურატურასთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი, რაზეც მდინარაძემ შემდეგი პასუხი გასცა: „რა ტვინი წაიღე? ხომ არ აფრენ, რა პროკურატურასთან შეკრული?“.