საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ფულის ხარჯვა პანდემიის დროს პარკების რეაბილიტაციაზე.
გთავაზობთ ცნობილი მომღერლის სტატუსს ამ თემაზე:
„მაპატიეთ, ნეგატივში არ ჩამეთვალოს, მაგრამ ერთი რომ ამ პანდემიაში ხალხი გამოკეტილია სახლში და როცა შეუძლიათ, გასასეირნებლად გადიან. სამწუხაროდ, თბილისში ძალიან ცოტა პარკია და მწვანე სივრცე და ისედაც ამ სიმწირეში ვაკის პარკი და იპოდრომი დაიკეტა, მაგრამ ყველაზე მთავარ პრობლემად ის მიმაჩნია, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც ადამიანებს ლუკმა-პური არ აქვთ და ბევრი შიმშილობს, რა დროს პარკების რეაბილიტაციაზე ფულის ხარჯვაა? ვაქცინები რატომ არ შემოგაქვთ? ან იქნებ ეს ფული უბრალოდ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგოთ?
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
საქართველოს მთავრობა
ხო კარგად ხართ?!“
