LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილის გამოსვლამ ნეაპოლში კრიტიკოსები აღაფრთოვანა

203
anitarachvelishvilinapol

მსოფლიოში სახელგანთქმულმა მეცოსოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა ნეაოპოლში, სან კარლოს საოპერო თეატრში ჯუზეპე ვერდის ლეგენდარულ ოპერაში „აიდა“ ამნერსის პარტია შეასრულა. იტალიური ოპერა ამ პერფორმანსით აღფრთოვანებული დარჩა.

„გაოგნებული დავრჩით ანიტა რაჭველიშვილის უზარმაზარი და სტიქიური ხმით. დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მისი მუქი, ჭეშმარიტი დრამატული მეცოსოპრანოს ვოკალი სავსე, უხვი, სივრციანი და დამბურძგლავი დაბალი რეგისტრით. გარდა მდიდრული ვოკალისა ასევე აღსანიშნავია მისი მრავალფეროვანი ინტერპრეტაცია: რაჭველიშვილის ამნერისი არის ტემპერამენტული, შეყვარებული, ეჭვიანი, შურის მაძიებელი და ოპერის დასასრულს მავედრებელიც. მის მიერ შექმნილ კომპლექსურ ფსიქოლოგიურ ხასიათს არაფერი აკლია“, წერს გამოცემა L’ape Musicale.

“საღამოს კულმინაცია იყო ანიტა რაჭველიშვილის ამნერისი, მეცოსოპრანო კონტრალტოს ელფერებით, რითაც ბოლომდე გაჯერდა ნეაპოლის პიაცა“., აღნიშნულია GazzaMerlina-ს სტატიაში.

Connessi all’Opera კი დასძენს, რომ „ყველაზე დიდის შთაბეჭდილება რაჭველიშვილმა ბოლო აქტის დასაწყისში მოახდინა სცენაში “L’aborrita rivale a me sfuggia” და რადამესთან დუეტში “Gia i sacerdoti adunansi“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g