მედიაში ვარაუდობენ, რომ 50 წლის ანჯელინა ჯოლი და 62 წლის ჯონი დეპი ერთად არიან. დასავლური მედია უკვე რამდენიმე კვირაა განიხილავს ჭორს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს რომანი აქვთ. ჭორი თავდაპირველად ტაბლოიდმა National Enquirer გაავრცელა, რომლის ინფორმაციაც ხშირად რეალობისგან შორსაა, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია სხვებმაც აიტაცეს.
წყვილი, სავარაუდოდ, 15 წლის განმავლობაში ფარულად ხვდებოდა ერთმანეთს, მას შემდეგ, რაც ისინი 2010 წელს ფილმ „ტურისტის“ გადაღებების დროს დაახლოვდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს მხოლოდ მეგობრული შეხვედრები იყო, მაგრამ ახლა მათი ურთიერთობა უფრო მეტ გრძნობაში გადაიზარდა.
„მათ მოახერხეს ურთიერთობა ლონდონსა და ლოს-ანჯელესში ისე, რომ არავის გამოეჭირა. ორივე საიდუმლოებით მოცულია და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩრდილში დარჩეს“ – თქვა ინსაიდერმა. მისი თქმით, ჯოლი და დეპი საიდუმლოდ სასტუმროებში ხვდებიან ერთმანეთს.
წყაროს ცნობით, დეპს ჯოლი დიდი ხანია მოსწონს და მასთან ურთიერთობის შესაძლებლობას ყოველთვის განიხილავდა, ხოლო ის ფაქტი, რომ დეპი ახალგაზრდობაში ჯოლის კუმირი იყო, სულაც არ არის საიდუმლო.
ახლა მსახიობები უფრო ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამის მიუხედავად, რომანი მაინც აქტიურ ფაზაში ვერ შევიდა ჯოლის გამო, რომელსაც არ სურს მოვლენების აჩქარება: „ენჯი მას გარკვეულ ემოციურ დისტანციაზე ინარჩუნებს. ყველაფერი ჯონიზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზული იქნებოდა“ – ამბობს წყარო.
გავიხსენოთ, რომ 2010 წელს მსახიობებმა ერთად ითამაშეს ფილმში „ტურისტი“, სადაც ისინი შეყვარებულებს თამაშობდნენ. სავარაუდოდ, მათ ერთმანეთი უკვე მოსწონდათ გადასაღებ მოედანზე, მაგრამ იმ დროს ორივე თავისუფალი არ იყო, ჯოლი ბრედ პიტთან იყო, დეპი – ვანესა პარადისთან.
ფოტო/ვიდეო: გოგონები მექსიკას იპყრობენ – როგორ ატარებენ ერთად დროს ანჯელინა ჯოლი და სელმა ჰაიეკი
„ის მე დანსაც ჩამარტყამდა“ – ჯონი დეპი ემბერ ჰარდზე ღიად ალაპარაკდა

