LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ნაოპერაციებ თვალებს სათვალით მალავს? – მითქმა-მოთქმის შემდეგ ვარსკვლავი კამბოჯაში გაემგზავრა

547
page

ანჯელინა ჯოლი ოფიციალური ვიზიტით კამბოჯაში იმყოფება, სადაც ის ადგილობრივებს შეხვდა.

50 წლის მსახიობმა ბატამბანგის პროვინციაში მდებარე საშუალო სკოლა მოინახულა, სადაც მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ის გაეცნო სტუდენტებისთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის პროცესს.

ამ დღეს მას სადა, თუმცა ელეგანტური სტილის სამოსი, თეთრი ტოპი და ფართო შარვალი ეცვა, მის „ლუქს“ კი დიდი ზომის მზის სათვალე ასრულებდა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც შეცვლილი ანჯელინა ჯოლი ჩანს. ინტერნეტმომხმარებლები მსახიობის ბოლო საჯარო გამოჩენას Tom Ford-ის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე, აქტიურად განიხილავენ.

50 წლის ვარსკვლავის გარეგნობამ გულშემატკივრების გაკვირვება გამოიწვია. მომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ჯოლის თითქოს შეცვლილი აქვს თვალის ჭრილი და სახის ოვალი. ასევე ის კამერების წინ თვალებს საერთოდ ვერ ახამხამებდა. საზოგადოების აზით, მსახიობმა ქვედა ქუთუთოების „ბლეფაროპლასტიკა“ გაიკეთა.

„თვალებს არ ახამხამებს, ეს ანჯელინა არ არის!“ – მედიაში ანჯელინა ჯოლის უახლესი ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

ვიდეო: „როგორ ეხუტება“ – ანჯელინა ჯოლისა და ჰაიდერ აკერმანის დებიუტი? – ვარსკვლავმა ახალი იმიჯით გაიბრწყინა და საზოგადოება აალაპარაკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები