50 წლის ანჯელინა ჯოლი შანხაიში გამართულ მოდურ ღონისძიებას დაესწრო. მსახიობი Tom Ford-ის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე გამოჩნდა და ფოტოგრაფების წინაშე ელეგანტური იმიჯით წარდგა.
ვარსკვლავმა თეთრი თრენჩი მოირგო, „ლუქი“ კი წითელი პომადით გაამრავალფეროვნა. რაც მის კლასიკურ და დახვეწილ სტილს ახლებურად უსვამდა ხაზს.
ღონისძიებაზე ჯოლი ბრენდის კრეატიულ დირექტორთან, 55 წლის ჰაიდერ აკერმანთან ერთად გამოჩნდა, რაც მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
ისინი ფოტოობიექტივის წინაშე ხელიხელჩაკიდებულები და ერთმანეთთან მიხუტებულები პოზირებდნენ.