46 წლის ანჯელინა ჯოლი გასულ წელს ორგანიზაციის Women for Bees ამბასადორი გახდა. ახალი ამპლუით ჯოლი პროვანსშიც იმყოფებოდა, სადაც მან ადგილობრივი მეფუტკრეები მოინახულა და თავად მიიღო მონაწილეობა მათი გადარჩენის პროცესში. აღნიშნული ვიდეორგოლი ინტერნეტში დღეს გავრცელდა და მას ექსკლუზიურად გამოცემა „ვოგი“ იღებდა.
ახალ ვიდეოში ანჯელინა ჯოლს აქამდე უცნობ ამპლუაში გაიცნობთ, ის ადგილობრივებთან ერთად მთელი ძალებით ცდილობს ფუტკრების გადარჩენას. ვიდეოში ანჯელინას სპეციალური დამცავი კომბინეზონი აცვია.