ანჯელინა ჯოლი ბოლო დროს პრაქტიკულად ყოველ ჯერზე შავი ფერის სამოსით ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მსახიობის ხასიათისა და დეპრესიის ბრალია, რაც მის სამოსზე აისახა. ბრედ პიტთნ განქორწინების შემდეგ, ენჯის სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, ამას დაერთო რთული სასამართლო პროცესები ბავშვების თემაზე და მსახიობმაც ამხელა ზეწოლას ვერ გაუძლო.
ამჯერად ჯოლი უქმეებზე შვილებთან ერთად გადაიღეს. ის შაილოსთან და ზაჰარასთან ერთად სასეირნოდ იყო გამოსული. ამჯერადაც მსახიობმა არჩევანი შავი ფერის პალტოზე გააკეთა, რომელიც მაღალყელიან ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული.