„ანჯელინა ჯოლის იმიჯი და მისი პირადი ცხოვრება საფრთხის ქვეშაა“, – აღნიშნული სათაურებით აჭრელდა დასავლური მედია. საქმე ისაა, რომ მისი ახლად გამომცხვარი რძალი, ჯოლის ერთადერთი ძმის, ჯეიმს ჰევენის მეუღლე, რომი იმბელი ბიოგრაფიული წიგნის გამოცემას აანონსებს, რომელშიც მისი ქმრის ოჯახის, აქამდე უცნობი დეტალები იქნება განხილული.
„რომი ჯოლის ოჯახთან უკვე 20 წელზე მეტია დაახლოებული, შესაბამისად, მან უამრავი საიდუმლო იცის“, – წერს ინსაიდერი.
ცნობისთვის, ჯეიმს ჰევენი რეალითი შოუს ვარსკვლავზე, რომი იმბელიზე მიმდინარე წლის დასაწყისში დაქორწინდა. საქორწინო ცერემონიალს ანჯელინა არ დასწრებია.
ანჯელინა ჯოლის მამა და ძმა მრავალწლიანი გაუჩინარების შემდეგ პირველად გადაიღეს
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-28_11-34-01_734240.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-28_11-34-08_448274.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-28_11-36-20_101123.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-28_11-28-39_604461.jpg)