LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანკა ვასაძე: „ზუგდიდში მეჯლისზე ძალიან დაღლილი ჩავედი, მაგრამ როცა ასეთი სილამაზე დავინახე, სრული შოკი მივიღე…“

812
ankavasadze

მსახიობ ანკა ვასაძისთვის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის შემდეგ ცეკვა კიდევ უფრო ახლობელი გახდა და სულ აქვს სურვილი, იცეკვოს. ის „სარკესთან“ ასევე საუბრობს ზუგდიდში ჩატარებული მეჯლისის შესახებ, სადაც თავადაც მონაწილეობდა.

ანკა ვასაძე:

„ასეთი დიდი ესთეტიკური სიამოვნება, რაც ამ მეჯლისმა მომიტანა, კარგა ხანია, არ მიმიღია. ზუგდიდში ძალიან დაღლილი ჩავედი, მაგრამ როცა ასეთი სილამაზე დავინახე, სრული შოკი მივიღე. მთელი ღამე გადაღებაში ისე გავატარეთ, რომ საერთოდ არ შევუწუხებივარ არც ყინვას, არც უძილობას და არც დაღლას…

ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ცეკვები დადიანების სასახლეში გვქონდა. გარეთ ვისაც მოუწია ცეკვამ, ძირითადად, პროფესიონალ მოცეკვავეებს, ბევრი რამის ატანა მოუხდათ. 11 ადამიანს წაუვიდა ყინვისგან გული, მაგრამ როგორც კი გონზე მოდიოდნენ, ცეკვას ითხოვდნენ, რადგან ყველა აღფრთოვანებული იყო ამ სილამაზით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები