ზუგდიდში გამართულ მეჯლისზე მსახიობმა ანკა ვასაძემ და გიორგი გილიგაშვილმა ვენური ვალსი შეასრულეს. ვიდეო კადრებს ანკა სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
მსახიობი ვარდისფერ კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურება.
ერთ-ერთ ინტერვიუში ანკა ვასაძემ აღნიშნა, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის შემდეგ ცეკვა კიდევ უფრო ახლობელი გახდა და სულ აქვს სურვილი, იცეკვოს.
„ასეთი დიდი ესთეტიკური სიამოვნება, რაც ამ მეჯლისმა მომიტანა, კარგა ხანია, არ მიმიღია. ზუგდიდში ძალიან დაღლილი ჩავედი, მაგრამ როცა ასეთი სილამაზე დავინახე, სრული შოკი მივიღე. მთელი ღამე გადაღებაში ისე გავატარეთ, რომ საერთოდ არ შევუწუხებივარ არც ყინვას, არც უძილობას და არც დაღლას“, – ამბობს ანკა ვასაძე.