LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანნა ნეტრებკომ პუტინთან ახლობლობა უარყო: „ვაცნობიერებ და ვინანიებ…“

213
netrebko

რუსი სოპრანო, ანნა ნეტრებკო, რომელმაც ბოლო დროს მსოფლიოს ყველა წამყვან თეატრთან კონტრაქტი დაკარგა, როგორც ჩანს, აზრს იცვლის, პუტინთან ახლობლობას უარყოფს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს მხოლოდ ინგლისურენოვან ტექსტს, რომელშიც გმობს უკრაინაში მიმდინარე ომს. გთავაზობთ ტექსტს სრულად:

„გამოხატულად ვგმობ უკრაინაში მიმდინარე ომს და ჩემი ფიქრები არის ამ ომის მსხვერპლებსა და მათი ოჯახის წევრებთან. ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია. არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და არ ვარ რუსეთის არც ერთი ლიდერის მოკავშირე. ვაცნობიერებ და ვინანიებ, რომ ჩემი წარსული ქმედებები და განცხადებები შესაძლოა, არასწორად ყოფილიყო აღქმული. ფაქტი ისაა, რომ პრეზიდენტ პუტინს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდი, მათ შორის, ყველაზე აშკარა იყო ჩვენი შეხვედრა ოლიმპიადის გახსნაზე, სადაც ჩემი ხელოვნების  დაფასების ნიშნად, ჯილდოები გადმომეცა. სხვა მხრივ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არასდროს მიმიღია ფინანსური დახმარება, ვცხოვრობ და გადასახადებს ვიხდი ავსტრიაში. მიყვარს ჩემი სამშობლო რუსეთი და ვეძიებ მშვიდობასა და ერთიანობას ჩემი ხელოვნების საშუალებით. მას შემდეგ, რაც ჩემ მიერ გამოცხადებული შესვენება დასრულდება, მაისში გავაგრძელებ სცენაზე გამოსვლას, ძირითადად, ევროპაში“.

ანნა ნეტრებკოს ამ განცხადებას არაგულწრფელს უწოდებენ განცხადების კომენტარებში. კომენტარების ავტორების მოსაზრებით, ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ეს განცხადება უკვე დაგვიანებულია.

magti 5g