ჰაკერული დაჯგუფება Anonymous აცხადებს, რომ კიბერთავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება.
ამის შესახებ ისინი ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებენ.
„თავდასხმები განხორციელდება ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც. ჩვენი ყველა ქმედების საჯაროდ გაზიარება არ შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა ზოგიერთს გავასაჯაროებთ. თავდასხმები რუსეთის მთავრობის მიმართაც გაგრძელდება. ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა“, – წერია Anonymous-ის ტვიტში.
Attacks will be launched on the Belarusian and Georgian governments as well, not all of our actions can be shared here publicly but regardless, some of it we most likely will publicize. Attacks will continue against the Russian government too. All of them are our targets https://t.co/dtIOgepTzx
— Anonymous (@LiteMods) March 7, 2022