LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი პარლამენტში 3 წლის შვილთან ერთად [ფოტოებიi]

316
anri oxanashvilis shvili

ანრი ოხანაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრა განსხვავებული იყო და საკმაოდ დიდხანს გასტანა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე კაბინეტიდან 2 წლის ქალიშვილთან ერთად გამოვიდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრის დროს მისი გოგონა კაბინეტის ერთ-ერთ ოთახში სხვების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და თუმცა ბავშვი ახლა მის გარეშე აღარ ჩერდებოდა, ამიტომ კომენტარი ანრი ოხანაშვილმა შვილთან ერთად გააკეთა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთან და პირადად ელჩთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„გერმანიის საელჩო და გერმანიის ელჩი პერსონალურად ძალიან ბევრი მიმართულებით მხარს უჭერს ჩვენს კომიტეტს და ზოგადად პარლამენტს. დღეს გერმანიის ელჩთან ვისაუბრეთ იმ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომელიც ჩვენ გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმით და ეს იყო კიდევ ერთი დამატებითი შეხვედრა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

სურათები: ipress.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g