LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლ „იბერის“ ახალი ალბომი „სუფრა“ მსოფლიო მუსიკის ევროპული ჩარტის ათეულში შევიდა

533
იბერი

ახლახან ანსამბლმა „იბერმა“, რომლის ხელმძღვანელი მომღერალი ბუბა მურღულია გახლავთ, ახალი ალბომი გამოსცა. ალბომის სახელწოდებაა „სუფრა“ და ის ქართულ რეპერტუარს აერთიანებს. ბუბა მურღულიამ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სუფრას ქართველებისთვის და როგორი თავშეყრისა და სიმღერის ადგილია ეს საქართველოში. „სუფრა“ ახლახან გამოიცა და უკვე შევიდა მსოფლიო მუსიკის ევროპული ჩარტის ათეულში. გაყიდვების მიხედვით, ის მერვე ადგილს იკავებს.

 

ანსამბლი „იბერი“ აშშ-ში გასტროლებს მართავს  (ვიდეო)

პანდემიის გამო ანსამბლ „იბერს“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ევროპული კონცერტები გადაედო, თუმცა თანდათან ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ივლისის თვეში „იბერს“ ნორვეგიაში აქვს გასტროლი დაგეგმილი.

„იბერის“ ახალი ალბომი „სუფრა“ 25 აპრილიდან ყველა სტრიმინგ პლატფორმაზეა წარმოდგენილი.

ვიდეო: ავსტრალიაში 100-კაციან სუფრაზე ქართული ჯგუფის შესრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები