LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი „ბასიანი“ – „ჩვენთვის ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა ყოველთვის დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული, ნებისმიერი ზეწოლა და პოლიტიკური პროცესებით მანიპულირების მცდელობა კი, ხელოვნებაში, კატეგორიულად მიუღებელია“

131
ანსამბლი „ბასიანი“

ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საახალწლო კონცერტებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებასა და მუსიკალურ წრეებში გამოთქმულ არაერთგვაროვან მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ერისიონი“: „ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს“

„ანსამბლ ბასიანისთვის ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა ყოველთვის დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული.

ნებისმიერი ზეწოლა და პოლიტიკური პროცესებით მანიპულირების მცდელობა კი, ხელოვნებაში, კატეგორიულად მიუღებელია.

ქართული სიმღერა გამაერთიანებელია, ამაშია მისი ძალა. ერთად აღვნიშნოთ შობა-ახალი წლის შემობრძანება!“ – აღნიშნულია ანსამბლ „ბასიანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ხაჩიძე: „6 წლიდან სცენაზე ვდგავარ, არავის აქვს უფლება, სიმღერაზე უარი გვათქმევინოს, ჩემთვის მიუღებელია ახალი წესები, რომლითაც გარეშე ძალები ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს! მოღალატეები კი ილაპარაკებენ ბევრს, რათა დამალონ თავისი ღალატი“

ანსამბლ ბასიანისთვის ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა ყოველთვის დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი ზეწოლა…

Posted by Basiani • ბასიანი on ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024

„ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმე დაეშანტაჟებინათ არ იმღეროო… ქართველს რომ ეტყვი არ იმღეროო და ამ დროს თვითონ რუსთაველზე კიდეც მღერიან და კიდეც ცეკვავენ“ – „ტრიო თბილისის“ სოლისტი ზაზა მამალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g