უკრაინის მხარდასაჭერად გამართული საქველმოქმედო კონცერტის შემდეგ, ანსამბლი „სუხიშვილები“ 16 და 17 აპრილს, 19:00 საათზე „თბილისის საკონცერტო დარბაზის“ დიდ სცენაზე გამართავს კონცერტს.
საღამო ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 115 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. კონცერტი ორ განყოფილებად გაიმართება და წარმოდგენილი იქნება ანსამბლის კლასიკური პროგრამა.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე. ბილეთების ფასი 30-80 ლარია.
ანსამბლი „სუხიშვილები“ უკრაინის მხარდასაჭერად კონცერტებს აანონსებს