ნინო ჩხეიძე „დღის პოსტთან“ საუბრობს ქალიშვილისა და სიძის შესახებ და ამბობს, რომ მათ ურთიერთობაში არ ერევა:
„არ ვიცი, როგორი სიდედრი ვარ… აბსოლუტურად არ ვარ ჩართული არანაირ მათ ურთიერთობაში, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ არ უნდა ჩაერიო. შეცდომას თუ უშვებს ჩემი შვილი, თავად უნდა ისწავლოს საკუთარ მაგალითზე. მე რაც უნდა ვურჩიო, მით უმეტეს, მოვითხოვო, მერე დამაბრალებს მე, რომ ჩემი ბრალი იყო, ან სხვანაირად რომ გაეკეთებინა, უკეთესი იქნებოდა. მეც ასე ვიყავი, ჩემმა მშობლებმა ასე გამზარდეს და მიმაჩნია, რომ სწორია. თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ისევ იმავენაირად გავივლიდი. ის ცუდი დღეებიც საჭიროა, რომ ყველაფერი გაიარო, ამიტომ არ ვერევი არაფერში…“
