LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი “თბილისი” კახა კალაძეს მიმართავს

187

ანსამბლი “თბილისი”  დედაქალაქის მერს განცხადებით მიმართავს, სადაც კახა კალაძეს მადლობას უხდიან ახალი წლის კონცერტებში მომღერალთა მაქსიმალურად ფართო სპექტრის ჩართვის გამო და იმედოვნებენ, რომ ეს ანსამბლი შემთხვევით გამორჩათ, რადგამ მათ არანაირი შეთავაზება არ მიუღიათ.

წერილში საუბარია ანსამბლის დამსახურებაზე და აღნიშნულია,  რომ წლების განმავლობაში მათი იგნორიეება ხდებოდა. ამ ახალ წელს მათთვის შეთავაზების არგაგზავნას კი შემთხვევითობას უკავშირებენ და კახა კალაძეს მიმართავენ იმის იმედით, რომ შემდეგში ანსამბლის დამსახურება უყურადღებოდ არ დარჩება.

“ბ-ნო კახი, გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას თბილისის მერის პოსტზე მოქალაქეთა და დედაქალაქის საკეთილდღეოდ! მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამდენი წლის შემდეგ, ჩვენიანებად და სხვისიანებად დაყოფილმა მუსიკალურმა საზოგადოებამ, მუსიკოსთა და ხელოვანთა უმრავლესობამ დედაქალაქს და მის სტუმრებს სხვადასხვა სცენიდან სიმღერით მიულოცა ახალი წელი. სამწუხაროდ, მათ შორის ისევ არ იყო ანსამბლი „თბილისი“.

“2004 წლიდან დღემდე, ყოველ კითხვასა თუ შეთავაზებაზე დედაქალაქის სადღესასწაულო ღონისძებებში მონაწილეობის თაობაზე, იქნებოდა ეს თბილისობა, 26 მაისი, შობა თუ ახალი წელი, ანსამბლს გაეცემოდა ერთი და იგივე პასუხი – „ნოემბერში ადრეა, ხოლო დეკებერში დაგვიანებული“.

“ანსამბლი „თბილისი“ დედაქალაქის სახელს უკვე 37 წელია, ატარებს. ამ ხნის განმავლობაში მოასწრო 6000 მდე სოლო კონცერტის გამართვა, გალა და შერეულ კონცერტებს კი ვინ მოთვლის. ჩაწერა 20-მდე ალბომი, უმღერა ინგლისის დედოფალს და იაპონიის სამეფო ტახტს, მიიღო მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა შვედეთში – ჯგუფ „აბბასთან“ და ბენი ანდერსონთან, ხოლო უკრაინაში ნინო ქათამაძესთან ერთად. მაყურებელმა და მსმენელმა ანსამბლის შემადგენლობაში გაიცნო და შეიყვარა ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლები გოგი დოლიძე და ნუგზარ აფხაიძე. „თბილისი“ იყო პირველი ფოლკლორული კოლექტივი, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისას, 1990-იან წლებში ერგო პატივი, ჩაეწერა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

“დედაქალაქის სახელის მატარებელ ანსამბლს ბოლო 14 წელია, უფრო ხშირად აქვს სცენაზე გამოსვლის საშუალება, როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, ვიდრე თავად თბილისში.

“ანსამბლი „თბილისი“ ყოველთვის იდგება ხალხის გვერდით ისევე, როგორც იდგა 2007 და 2012 წლებში, მიუხედავად აშკარა საფრთხისა და დაუფარავი მუქარისა.

“ბატონო კახი, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ მუსიკოსთა უდიდეს ნაწილს მიეცით საშუალება ახალ წელს სადღესასწაულო სცენაზე გამოსვლისა და კიდევ მრავალჯერ მოიწვევთ დედაქალაქის მცხოვრებთა და სტუმართა გასახარებლად. გამოვთქვამთ იმედს, რომ 2018 წელსაც ეს მცირე უყურადღებობა ანსამბლ „თბილისის“ მიმართ გამოწვეული იყო საახალწლო აურზაურით და მრავალი საზრუნავით, რომელიც თქვენ და თქვენმა გუნდმა 2017 წლიდან იტვირთეთ. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ დედაქალაქის მერია, თანაბარ ყურადღებას მიაქცევს ყველა შემოქმედებით ინდივიდუმს და კოლექტივს, მათ შორის ანსამბლ „თბილისს“. ჩვენ მხოლოდ სიმღერის სიყვარულით და იმ ღირებულებების გამო ვართ ერთად, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს და მის მოსახლეობას. გვაქვს იმედი, რომ დედაქალაქის მერია, კულტურის სამინისტროს მსგავსად, არ დაივიწყებს საკუთარ მოვალეობას და ვალდებულებებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამონაკლისებიც არსებობენ საქართველოს “ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” სახით, რისთვისაც მადლიერებას გამოვხატავთ მათ მიმართ, ზრუნვისა და ღვაწლისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ, თქვენს ოჯახს და გუნდს ახალ წელს და გისურვებთ დიდ წარმატებებს. პატივისცემით ანსამბლი „თბილისი“ ანსამბლის ხელმძღვანელი, რობერტ გოგოლაშვილი,” –  ნათქვამია ანსამბლის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g