LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლმა „შავნაბადამ“ 100-სიმღერიანი  დისკი გამოსცა

shavnabada

აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანამბლმა ,,შავნაბადამ“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალი, რიგით მეათე კომპაქტდისკი გამოსცა, რომელშიც ,,შავნაბადას“  მიერ ბოლო პერიოდის უახლესი და სხვადასხვა დროს სტუდიურად ჩაწერილი, ასევე კონცერტებზე შესრულებული, ქართული ხალხური და აფხაზური, სულ 100 საუკეთესო ჩანაწერია შესული.

აუდიოალბომი, ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის. აღსანიშნავია, რომ მისი მოსმენა  აფხაზეთშიც შეეძლებათ, ის აფხაზეთის სამუსიკო სკოლებსა და ანსამბლებს გაეგზავნებათ  და საჩუქრად  გადაეცემათ.

როგორი იქნება ახალი ალბომი, ამის განსჯის საშუალებას ანსამბლი საზოგადოებას 28 დეკემბერს მისცემს.

თავის მხრივ კი ,,შავნაბადა“ დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ახალი დისკის გამოცემაში. განსაკუთრებულ მადლობას კი უძღვნიან: საქართველოს რადიოს პირველ არხს, აფხაზეთის მთავრობას, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას, ჯ. კახიძის მუსიკალურ ცენტრს, ვახტანგ კახიძეს, ესმა მანიას, რამაზ ჭურაძეს, დათიკო ხოსიტაშვილს, მიშა კილასონიძეს, გიორგი ზვანელს, გოგა ჩანადირს, რომა გიორგაძეს და მსმენელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g