დიზაინერ ანუკა არეშეძის show room-ში ფასდაკლება დაიწყო. ბრენდი ANOUKI მომხმარებელს მრავალფეროვან კოლექციას სთავაზობს. სიახლეა დიზაინერის შემოქმედებაში. მალე გაყიდვაში ახალი ხაზი MISS ANOUKI ჩაეშვება, რომელიც უფრო ახალგაზრდული იქნება. ფორტუნა-პლუსი დიზაინერ ანუკი არეშეძეს დაუკავშირდა და რუბრიკაში “FM-შოპინგი” მიმდინარე სიახლეების შესახებ გაესაუბრა.
-როდის შეიქმნა ბრენდი ANOUKI?
-ბრენდი ANOUKI საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, 2013 წლის ივლისში ჩამოყალიბდა და პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ, ძალიან მალე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა ქალბატონებისთვის.
-რისი შეძენაა შესაძლებელი თქვენს მაღაზიაში?
ბრენდის სახელით წარმოდგენილია ქალბატონების სამოსი, ფეხსაცმელი და აქსასუარები, რომლებიც თითოეული მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული. თავად ბრენდის იდეაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მორგებული იყოს ნებისმიერი გემოვნების ადამიანზე. მაღაზიაში ახლახანს დავიწყეთ 40%-იანი ფასდაკლება.
-რომელი კოლექციაა ამ ეტაპზე თქვენს show room-ში წარმოდგენილი?
–ამ ეტაპზე უკვე დავამთავრეთ 2016 წლის შემოდგომის კოლექცია და დავიწყეთ 2017 წლის ზამთრის კოლექციაზე მუშაობა. 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია უკვე მზად მაქვს და მაღაზიში დაახლოებით აპრილიდან შევა, მანამდე კი ვამზადებთ MISS ANOUKI-ს ხაზსს, რომელიც უფრო ახალგაზრდულ და თანამედროვე სტილს მიესადაგება და ფასებიც შესაბამისი იქნება.
-რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას ახალ კოლექციაში?
-ფერები იქნება ღია, რადგან შავი ფერის მომხრე არ ვარ, უპირატესობას პასტელურ ფერებს ვანიჭებ, თუმცა ქართველი მომხარებლის სურვილის გათვალისწინებით, კოლექციაში მუქი ფერებიც იქნება შეტანილი.
-საქორწინო კაბების ხაზს რაც შეეხება, როგორია მინიმალური და მაქსიმალური ფასები?
-ფასები უმეტესად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა იქნება მომხმარებლის სურვილი, როგორი დიზანი და რა სახის გაფორმება სურს. შესაბამისად, ერთი კონკრეტული ფასი არ გვაქვს.
-რომელ FASHION WEEK-ზე აპირებ კოლექციის გატანას?
-პირველად მივდივართ პარიზის მოდის კვირეულზე, რომელიც გაიმართბა 19-დან 23 იანვრამდე და წარმოდგენილი მექნება 2016 წლის პრე-კოლექცია, ასევე კიევში ვაპირებთ წასვლას, რის შემდეგაც მილანში გავემგზავრებით. მარტში კი კვლავ პარიზის FASHION WEEK-ზე გავიტანთ კოლექციას.
-სად შეგვიძლია ვნახოთ ანუკი არეშიძის დიზაინით შექმნილი კოლექციები?
-ჩვენი მაღაზია მდებარეობს თარხნიშვილის 2 ნომერში. იმის გამო, რომ ჩვენი პროდუქციის უფრო ფართო მასებს გაეცნოთ, ჩვენ შევქმენით ონლაინ მაღაზია ANOUKI.COM, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამოსი და რაც მთავარია, ექსკლუზიურად.
-დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას.
-მადლობა, თქვენც ასევე.