LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ მელია: ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს, სად არის? მოვიდეს და პირდაპირ ვეტყვი

204
Untitled design (3)

ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნიკა მელიას მამა – ანზორ მელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი – ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს.

„მიშას სიცოცხლისთვის“ – ამ წუთებში სოლიდარობის აქცია რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, მშვიდობის ხიდზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში იმართება

ანზორ მელიამ ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მაშინ განაცხადა, როდესაც მშვიდობის ხიდზე დაგეგმილი აქციისკენ მიემართებოდა:

„არ ვარ ამ აქციაზე.. აგერ ვცხოვრობ და ჩამოვდივარ ამ გზით, რა ვქნა?

“მე ვარ იმ აქციაზე, რომელიც თვითონ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა რომ ყოფილიყო. 31-ში უკვე თქვეს, რომ აქცია უნდა იყოს შუშის ხიდთან და მივდივარ იქ.

არ იყო საჭირო ორი აქციის გამართვა და ვაი მაგ პოლიტიკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს. კახეთში ხომ გაუუქმეს, გორშიც გაუუქმეს, რუსთავშიც ასევე გააუქმეს.

მე არ ვარ „ნაციონალი“. კი, შვილი მყავს „ნაციონალი“, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გადარჩეს. ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია, ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს, სად არის, მოვიდეს და ვეტყვი“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია იმართება სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.