ბენ აფლეკი კვლავ დეპრესიულ პერიოდს გადის. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა „ბენიფერის“ განშორების შესახებ, 52 წლის მსახიობი პაპარაცების ობიექტივში არც თუ ისე ხშირად ხვდება.
ამჯერად ბენი ლოს-ანჯელესში, თავის ავტომობილში გადაიღეს. მან კვლავ წვერი მოუშვა და როგორც ყოველთვის დრამატული გამომეტყველებით გახლდათ წარმოდგენილი.
ცნობისთვის, ჯეი ლომ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს 20 აგვისტოს მიმართა. ცოტა ხნის წინ კი ვარსკვლავმა ინტერვიუში მეუღლესთან განშორებით გამოწვეულ რთულ პერიოდზე ისაუბრა. ბენი კი კვლავ დუმილის უფლებას ინარჩუნებს. მას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მხოლოდ სამი სიტყვა – ბენ აფლეკმა ჯეი ლო განქორწინების შემდეგ პირველად ახსენა