LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპლიკაცია Georgia e-health გამოიყენება ევროკავშირსა და კიდევ 25 ქვეყანაში

234
BA3591C7-6F18-4E14-B2BD-C75DCE1430E5

როდესაც ადამიანი რეგისტრირდება Georgia e-health-ზე, მას ეს აპლიკაცია შეუძლია გამოიყენოს ევროკავშირს პლუს 25 ქვეყანაში, სადაც ეს ერთიანი სისტემა მოქმედებს, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დღეს განაცხადა. მისი თქმით, ძალაშია და მოქმედებს ასევე იუსტიციის სახლში დაბეჭდილი „კოვიდ-19“-ის ბარათი, რომელიც ანაცვლებს Georgia e-health აპლიკაციას და ეს არის მისი ბეჭდვით ფორმა.

„კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ – ქვეყანაში არის ორი აპლიკაცია, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. პირველი აპლიკაცია არის Georgia e-health და როგორც ცნობილია, ეს აპლიკაცია დაერთებულია ევროკავშირის ერთიან სივრცეზე. როდესაც ადამიანი რეგისტრირდება Georgia e-health-ზე, მას ეს აპლიკაცია შეუძლია გამოიყენოს ევროკავშირს პლუს 25 ქვეყანაში, სადაც ეს ერთიანი სისტემა მოქმედებს. ცხადია, Georgia e-health მოქმედებს საქართველოში და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ეს აპლიკაცია დაყენებული აქვს, ის ამას ჩვეულებრივად იყენებს თავისი მწვანე სტატუსის გადასამოწმებლად და დასადასტურებლად“, – აღნიშნა განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

რაც შეეხება მეორე აპლიკაციას, ანუ CovidPass Georgia-ს, საოპერაციო შტაბის უფროსის ინფორმაციით, ის გამოიყენება მხოლოდ საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g