დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, Apple Music-მა დიჯეი-სეტების ტრანსლირების უფლება მოიპოვა. ყველაფერი ეს კი კომპანია Dubset Media Holding-თან კონტრაქტის წყალობით.
სერვისს სეტების გადაცემა საავტორო უფლებების საკითხის გამო არ შეეძლო. Dubset-მა კი შეიმუშავა ინოვაციური ტექნოლოგია MixBank, რომელიც მიქსებს უკეთებს ანალიზს და მათში ორიგინალ ვერსიას ამოიცნობს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ანალიზის რეზულტატები არ არის 100%-ით ზუსტი, ამ მომენტისთვის ეს ერთადერთი საშუალებაა, რომელიც როგორც სტრიმინგ სერვისების, ისე უფლებადამცველების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
დღესდღეობით Dubset-ს მუსიკალურ კომპანიებთან და ლეიბლებთა ნ14 000-ზე მეტი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.