Apple-მა შესაძლოა განახლებული AirPods 2019 წლის პირველ კვარტალში წარადგინოს. გავრცელებული ინფორმაციით, კორპორაცია აქსესუარების დიზაინის ცვლილებასაც აპირებს, რომელიც 2020 წლისთვის იგეგმება.
საუბრობენ, რომ ახალი მოდელების ყურსასმენებს უსადენო დამუხტვის ფუნქცია ექნება და აღჭურვილი იქნება განახლებული Bluetooth სპეციფიკაციით.
ასევე არსებობს ჭორები, რომ 2019 წელს დღის სინათლეს იხილავს მაღალი ხარისხის AirPods-ის ახალი კომპლექტი, რომელიც იქნება წყალგაუმტარი და ხმის დამხშობი სისტემით აღჭურვილი.