LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-ი 2026 წელსაც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდია

127
Apple

პლატფორმა Visual Capitalist მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს. 2026 წელს, ისევე როგორც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩამონათვალში ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობენ.

რეიტინგის მეთოდოლოგია არ არის დაფუძნებული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციაზე, არამედ მათ მიერ მარკეტინგულ საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაზე, ბრენდის სიძლიერესა და საერთო ფინანსურ მაჩვენებლებზე.

სიის სათავეში, ბრენდის $608 მილიარდიანი შეფასებით, სმარტფონებისა და კომპიუტერების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Apple-ია.

ხუთეულში ასევე მოხვდნენ: Microsoft ($565 მლრდ), Google ($433 მლრდ), Amazon ($370 მლრდ) და Nvidia ($184 მლრდ). ეს უკანასკნელი 2025 წლის შემდეგ რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა, რაც ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნის დამსახურებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g