LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-ი ახალი iPhone-ს ოთხ მოდელს წარადგენს

170
iphone

12 სექტემბერს Apple რამდენიმე ახალ მოწყობილობას წარადგენს. მომხმარებელი განსაკუთრებულად ტელეფონის ოთხ მოდელს (iPhone 15, 15 Plus, 15 Pro, 15 Pro Max), საათებისა (Smartwatches) და ყურსასმენების (Airpods) ახალ ვერსიებს ელოდება, იმ პროდუქტებს, რომლებიც კომპანიის შემოსავლების 60%-ს შეადგენს.  როგორც Apple-ში აცხადებენ, ახალი მოდელები კომპანიის გაყიდვებს, რომელიც ბოლო დროს მკვეთრად დაეცა, ხელახლა გაზრდის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე Apple-ის ამ სამი პროდუქტის პროგრამულ განახლებებს (iOS 17, iPadOS 17 და watchOS 10) განიხილავს, მაგრამ არ გამართვას კომპანიის უახლესი პროდუქტის, ვირტუალური რეალობის ჰედსეტის Vision Pro-ს პრეზენტაციას. შეგახსენებთ, რომ ის მომხმარებელს ჯერ კიდევ ივნისში გააცნეს.

რაც შეეხება Apple-ის პროდუქტების ახალი მოდელების ტექნიკურ მახასიათებლებს, ზუსტი ინფორმაცია ხვალინდელ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი, მაგრამ რაც ამ დროისთვის უკვე დაზუსტებულია ისაა, რომ რომ ახალ iPhone-ებს ანდროიდის ტიპის, უნივერსალური USB-C დამტენის პორტი ექნება, რომელიც Apple-ის ტრადიციულ Lightning პორტს ჩაანაცვლებს.

Apple-ის შემოდგომის სეზონის პირველი პრეზენტაცია კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში, სტივ ჯობსის თეატრში ჩატარდება და ის ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები