Apple-მა ყვითელი ფერის iPhone 14-სა და iPhone 14 Plus-ს გამოშვება დააანონსა.
„ის ამ გაზაფხულიდან კიდევ უფრო გაამდიდრებს ფერთა გამას“, – წერია განცხადებაში.
ახალი ფერის მოდელების წინასწარი შეკვეთა 10 მარტიდანაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვაში 14 მარტიდან გამოჩნდება.
შეგახსენებთ, Apple-მა გასულ წელს წარადგინა ოთხი ახალი სმარტფონი. ესენია: iPhone 14 და iPhone 14 Pro და უფრო დიდი მოდელები, – iPhone 14 Plus და iPhone 14 Pro Max.