Apple მსოფლიოში, სმარტფონების ყველაზე გაყიდვადი ბრენდია. ამის შესახებ CNN წერს. Apple ყველაზე გაყიდვადია ჩინეთის ბაზარზეც.
ამის შესახებ ორ სხვადასხვა ანგარიშში წერია, რომლებიც წინასწარ, გიგანტი კომპანიის 2021 წლის ბოლო კვარტალის მონაცემების გამოქვეყნებამდე გავრცელდა.
გამოცემის ცნობით, Counterpoint Research-ის მოხსენებაში, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ Apple-მა ყველაზე მაღალ საბაზრო წილს ჩინეთში დეკემბრამდე პერიოდში მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია.
ეს კი იმ ფონზე, როცა Counterpoint-ის თანახმად, ჩინეთში სმარტფონების მთლიანი გაყიდვები წლიურად 9%-ით დაეცა.
მკვლევრების ცნობით, გაყიდვების ამ მაჩვენებლებით Apple-მა სმარტფონების ჩინურ მწარმოებელს – Vivo-ს გაუსწრო, რომელიც მსოფლიო გიგანტს მხოლოდ 6%-ით ჩამოუვარდება.
შესაბამისად, ჩინეთში ეს “უპრეცედენტო” შემთხვევა Apple-ს გლობალური ბაზრის ლიდერის პოზიციის აღდგენაში დაეხმარა.