LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple თავის პირველ ავტომობილს 2024 წელს გამოუშვებს

47
apple2012

Apple ავტომობილის გამოშვებაზე ძალიან სერიოზულად დაფიქრდა. Reuters–ის ინფორმაციით, კომპანია 2024 წლისთვის სამგზავრო ავტომობილის შექმნას გეგმავს, ის ფიქრობს ავტონომიური სისტემების შემუშავებაზე და ასევე უნიკალური ელემენტის აწყობაზე. გაურკვეველია, თუ როგორ მოხერხდება ეს ყველაფერი ერთად, ყველა ტექნოლოგია სამგზავრო ავტომობილში მოიყრის თავს თუ არა. ყოველშემთხვევაში ერთი რამ ნათელია, Apple ავტომობილებზე სერიოზულად დაფიქრდა. მსგავსი გეგმა წარსულშიც არსებობდა, თუმცა კომპანიამ ბოლო წამს გადაიფიქრა და ავტოწარმოება აღარ დაიწყო.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, Apple-მა საცდელი ავტომობილი ჯერ კიდევ 2015 წელს ააწყო. თუმცა 2016 წელს პროექტი გაუქმდა და ავტომწარმოებელთა გუნდიდან 200 ადამიანი სახლში გაუშვეს.

ამჟამად კი Apple ისევ უკან დაბრუნდა და ავტომობილის შექმნაზე სერიოზულად დაფიქრდა. Reuters–ის ინფორმაციით, პირველი სამგზავრო მოდელი 2024 წელს უნდა იყოს მზად, თუმცა თუკი პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებს გავითვალისწინებთ, შეიძლება წარმოება 2025 წლამდეც გაიწელოს.

თავად Apple აღნიშნულთან დაკავშირებით დუმს. თუკი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და კომპანიას ავტონომიური ავტომობილების წარმოება სურს, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა მოუწევს, თანაც ავტოპილოტით გადაადგილება ჯერ–ჯერობით დაშვებული არც არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g