LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple თქვენი ინტერნეტის ხარჯებს დაფარავს

63

კალიფორნიელმა ცოლ-ქმარმა კომპანია Apple-ს სასამართლოში Wi-Fi Assist-ის გამო უჩივლა. საქმე იმაშია, რომ აღნიშნულმა ფუნქციამ სმარტფონის მეპატრონის „დაუკითხავად“ გამოიყენა მობილური ინტერნეტი მაშინ, როდესაც მოწყობილობაში ჩართული იყო Wi-Fi. ზარალის ასანაზღაურებლად წყვილი 5 მილიონ დოლარს ითხოვს.

წყვილის მთავარი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მოულოდნელად მათ მობილური ინტერნეტის დიდი დავალიანება მოუვიდათ და სწორედ Apple-მა უნდა აანაზღაუროს ხარჯები, რომელიც მათ Wi-Fi Assist-ის გამო აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე იყო iOS 8-ის განახლება, როდესაც პოლ ორშანი და კრისტოფერ ენდარა მიიჩნევდნენ, რომ მათი სმარტფონის მეხსიერება, 16 გიგაბაიტი, რეალურად გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა

wi-fi-assist-iphone-960x540

მაშინ Apple მყიდველის მოტყუებასა და მარკეტინგულ „თაღლითობაში“ დაადანაშაულეს.

კომპანიამ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ მათი დაუდევრობით 40 ათასი ადამიანი დაშავდა. ამჟამად კი, კალიფორნიელი წყვილი კი დარწმუნებულია, რომ ტქნიკის გიგანტს ამჯერადაც მოუწევს დანაშაულის აღიარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები