LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ არის ჩემი ბედი, ჩემი სული და გული“ – სოსო პავლიაშვილი რუსი მსმენელისთვის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ცდილობს

374
pavliashvilii

სოსო პავლიაშვილი განსაკუთრებით აქტიური გახდა მას შემდეგ, რას რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ის რუსეთის ქალაქებში მოგზაურობს და მსმენელებისთვის კონცერტებს მართავს. წარმოშობით ქართველი მუსიკოსი ამბობს, რომ მისი მიზანი პატრიოტულია და მოსახლეობაში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება.

ქალაქებში, პოგარსა და სტაროდუბში პავლიაშვილმა მსმენელთან ფოტოებიც გადაიღო და მათ სიტყვითაც მიმართა: „აქ არის ჩემი ბედი, ჩემი სული და გული “ ამბობს პავლიაშვილი.

ქალაქ სტაროდუბის გუბერნატორი, ალექსანდრე ბოგომაზი ამბობს, რომ უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში მსგავსი აქტივობა, უდიდესი პატრიოტიზმია.

სოსო პავლიაშვილი მონაწილეობს „კრემლის სასახლის“ კონცერტში, სადაც უკრაინაში დაჭრილ რუს ჯარისკაცებს დააჯილდოებენ

ვიდეო: ეს მე ვარ, თქვენი ქართველი ძმა – სოსო პავლიაშვილი მოსკოვში კონცერტს მართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g