საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტის შენობის წინ განუსაზღვრელი ვადით დარჩენას აპირებს.
„მე ჯერ აქ ვრჩები, უკრაინელ ხალხთან ერთად. აქ დავრჩები, ვიდრე ხალხი ამ ფალსიფიკატორებს არ გადააყენებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამ მომენტისთვის უკრაინის პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიტინგი გრძელდება. პარლამენტის შენობის წინ ორიათასამდე მხარდამჭერია მობილიზებული. საზოგადოებრივ წესრიგს 500 პოლიციელი იცავს. ამ მომენტისთვის რაიმე კონფლიქტს ან დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.